saqarTvelos tbebi - mwvane tba
მდებარეობა | ხულოს მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°40`01` ჩ. გ. 42°30`29` ა. გ. |
ფართობი | 0,05 კმ² |
საშუალო სიღრმე | 19.4 მ |
ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2058 მ. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ². უდიდესი სიღრმე 19,4 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაედინება მიწისქვეშა გზით. წყლის დონე გაზაფხულზე მაღალია, ზამთარში დაბალი. სუსტად მინერალიზებული, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის.